მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესდაჯილდოება 2022-ზე ჟიურისთან ერთად თავის რჩეულს მომხმარებელიც დაასახელებს"

633731753a542
ალა ისპირიანი
30.09.22 22:00
624
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2022 განახლებული ნომინაციითა და ახალი ფორმატით უკვე დაიწყო. თიბისის ბიზნესის მარკეტინგის ლიდერმა დეა გეგელიამ „საქმიან დილაში“ თქვა, რომ წელს ჟიურისთან ერთად მომხმარებელსაც ექნება თავისი რჩეულის დასახელების შესაძლებლობა.

მისი თქმით, სიახლეა ისიც, რომ წელს დაჯილდოებას ახალი ნომინაცია დაემატა.

„თიბისისთვის ბიზნესდაჯილდოება იმას ემსახურება, რომ ზოგადად წავახალისოთ ბიზნესის კეთება ქვეყანაში და ბიზნეს სოციუმი განვავითაროთ. ამას კარგად ვხედავთ ბიზნეს დაჯილდოების შედეგებში, რადგან ყოველ წელს იმატებს იმ კომპანიათა რაოდენობა, რომელიც ჩვენთან ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრირდება. ყოველ წელს ამ განაცხადების ხარისხი ბევრად უკეთესია ვიდრე წინა წელს გვქონდა და თვითონ განსაზღვრავენ კომპანიები, რომელ ნომინაციაში შემოიტანონ განაცხადი“, - განაცხადა დეა გეგელიამ.

მისი თქმით, წელს სულ 5 ნომინაცია იქნება: საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება; გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში; გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა; საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, რომელიც წელს დაემატა. 

„სამომხმარებლო გამოცდილება შედარებით ახალი ტრენდია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებს არ განვიხილავთ. ეს არის მთლიანად სამომხმარებლო გამოცდილება, მთლიანი სამომხმარებლო გზის მანძილზე, რომელსაც მომხმარებელი პროდუქტის ან სერვისის შეძენისას გადის. ამ ნომინაციაში ჟიურისთან ერთად აუცილებლად ჩაერთვება მომხმარებელი,რადგან სამართლიანი იქნება, რომ ჟიურისთან ერთად მომხმარებელმაც დაასახელოს თავისი რჩეული“, - ამბობს დეა გეგელია.

რაც შეეხება გამარჯვებული კომპანიებისთვის პრიზებს, მისი თქმით, არჩევა სამი კატეგორიის პრიზიდან იქნება:“ესენია ახალი ვებგვერდის დამზადება. საკომუნიკაციო მხარდაჭერა და ბრენდინგი“.

ცნობისთვის: 2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში მონაწილეობა 3 000-მდე კომპანიამ მიიღო. დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის კომპანიები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და ცდილობენ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება შესთავაზონ.