მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი 3 წლის წინ 100 ლარით დავიწყეთ" - "სფუმატოს" გეგმები და გამოწვევები

5e2c451287bbb
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.20 17:30
4260
ჩვენი ბიზნესის წარმოება 3 წლის წინ 100 ლარით დავიწყეთ, - ამის შესახებ BM.GE-ის ქალის თეთრეულის მწარმოებელი კომპანია „სფუმატოს“ დამფუძნებელმა მარიამ პერტიამ განუცხადა.

როგორც ქალის თეთრეულის მწარმოებელი ამბობს, მათი პროდუქცია ხელნაკეთია და ყველა შესაძლებლობის მყიდველზეა გათვლილი.

„რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ბიზნესის წარმოება 100 ლარით დავიწყეთ - შევიძინეთ რამდენიმე მეტრი სხვადასხვა ფერის ნაჭერი, რამდენიმე ფორმატის ყუთების გასაკეთებლად. მე ვარ გრაფიკული დიზაინერი და პარალელურად, ვარ სოციალური ქსელების ადმინისტრატორი. წლების განმავლობაში სხვა კომპანიებს ვუწევდი ორგანიზებას და მერე მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი ბრენდი შემექმნა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობდი. ჩვენი სასაჩუქრე ყუთებიც კი ხელნაკეთია. ნედლეული შემოგვაქვს ჩინეთიდან ან დუბაიდან და ვკერავთ საქართველოში.

როდესაც საფასო პოლიტიკაზე ვმუშაობდით, მაშინ გვქონდა გათვლა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ამიტომ პროდუქტის მინიმალური ღირებულება 25 ლარია და შემდგომ უკვე ზემოთ იწევს ფასები”, - ამბობს „სფუმატოს“ დამფუძნებელი.

ბიზნესის წარმოების თავისებურებებზე საუბრისას მარიამ პერტია აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული უსახსრობის გამო კანადის "ფეშენ ვიქზე" მიწვევაზე უარის თქმა იყო.

„სამი წლის განმავლობაში ბიზნესს მთლიანად ჩვენი სახსრებით ვაწარმოებთ და ჩვენს შემოსავლის რეინვესტირებას ვახდენთ, რამაც მოგვცა შესაძლებლობა გაგვეფართოვებინა და დაგვეხვეწა არჩევანი. ინვესტიციის ზუსტ მოცულობას ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის საკმაოდ მოძლიერებულები ვართ. თვეში საშუალოდ 50 პროდუქტს ვამზადებთ.

ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენთვის იყო ის, რომ კანადაში მიგვიწვიეს "ფეშენ ვიქზე", როგორც ერთ-ერთი ქართული ბრენდი, ეს ყველაფერი კანადის "ფეშენ ვიქის" ორგანიზატორების ინიციატივით მოხდა, როგორც სტარტაპს გვიფინანსებდნენ ხარჯების გარკვეულ ნაწილს მონაწილეობის კუთხით, თუმცა ძალიან დიდი თანხა ჯდებოდა გაფრენა, იქ უნდა დაგვექირავებინა მოდელები, ვიზაჟისტები და, სამწუხაროდ, ამ მიწვევაზე უარი ვთქვით“, - აცხადებს მარიამ პერტია.

„სფუმატოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მაღზიის გახსნას გეგმავდნენ, თუმცა ამ ეტაპისთვის ყველასთვის ხელმისწავდომ ონლაინ მომსახურების განვითარებაზე ჯერდებიან.

რაც შეეხება ქართული თეთრეული საზღვარგარეთ გატანის პერსპექტივას, მარიამ პერტია ამბობს: „ექსპორტზე, ჯერჯერობით, არ გავდივართ, თუმცა გვაქვს გარკვეული შემოთავაზებები გერმანიიდან და ამერიკიდან, სადაც უნდათ მათ ონლაინ პლატფორმებზე განათავსონ ჩვენი თეთრეული“.