მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი ვალდებულია, შრომის უსაფრთხოების ექსპერტი დაიქირავოს, თუმცა ბაზარზე სპეციალისტები არ არიან"

60c481dd6204e
ანუკა ჯოხაძე
12.06.21 20:00
1971
2019 წლიდან კერძო სექტორი ვალდებულია, შრომის უსაფრთხოების ექსპერტი დაიქირავოს, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს ბაზარზე შესაბამისი კადრების მოძიების პრობლემაა. “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” იურიდიული დირექტორი ამბობს, რომ კანონის ეს პუნქტი გადახედვას საჭიროებს.

“კანონი გვავალდებულებს, რომ ყველას უნდა გვყავდეს შრომის უსაფრთხოების ექსპერტი, თუმცა რეალურად ბაზარზე ამ სპეციალისტების მიწოდება არ არის საკმარისი. საოფისე საქმიანობაში შრომის უსაფრთხოების ექსპერტის საჭიროება არ არის, იმიტომ რომ ოფისში უსაფრთხოების კუთხით ისეთი რისკი არ გაქვთ, ვიდრე, მაგალითად, თქვენს სამზარეულოში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ნაწილი გადასახედია. შრომის უსაფრთხოების ყოლა მხოლოდ იმ ბიზნესის ვალდებულება უნდა იყოს, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან”, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი.