100 ტონაზე მეტი ფქვილის, 4,5 მლნ. ლარის ღირებულების პურის და 1 მლნ. ლარის ღირებულების ფუნთუშეულის რეალიზაცია წლიურად - ეს „ბევრილი ჯგუფის“ 14-წლიანი ოპერირების შედეგებია, რომელიც კომპანიამ ეტაპობრივად სხვადასხვა პროექტის განხორციელებით მიაღწია. დღეს კომპანია დაახლოებით 500-მდე ადამიანს ასაქმებს.
მარცვლეულის იმპორტი და გადამუშავება „ბევრილი ჯგუფის“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ამერიკული და თურქული წარმოების ელევატორებში ინახება და რომლის საერთო ტევადობა 50 000 ტონას აჭარბებს. სწორედ მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებით შემოვიდა „ბევრილი ჯგუფი“ ადგილობრივ ბაზარზე.
„ბევრილი ჯგუფში“ კომპანიის მიღწევებსა და შედეგებზე საუბრისას ამბობენ, რომ ბიზნესის კეთებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ერთგული პარტნიორია ფინანსური ინსტიტუტის სახით; სწორედ ამიტომ, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე "საქართველოს ბანკთან" თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
კომპანიას განვითარებისთვის დღემდე 34 მლნ ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც "საქართველოს ბანკმა" 17 მლნ. ლარის საბრუნავი საშუალებები და 6 მლნ. ლარის ძირითადი საშუალებები დააფინანსა. როგორც „ბევრილი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი კახა ლომაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, კომპანიამ "საქართველოს" ბანკთან თანამშრომლობა დაახლოებით 2011 წლიდან დაიწყო.
„ბანკთან თანამშრომლობა კომპანიისთვის მისაღები და ხელსაყრელი პირობების გამო გადაწყდა. 2011 წლიდან კომპანიამ ფოთში მეორე წისქვილის აშენება დაიწყო და პროექტის განხორციელების შემდეგ ბაზარზე ხორბლის გადამუშავების კუთხით ლიდერები გავხდით. დღეს კომპანია თბილისსა და ფოთში 2 გადამამუშავებელ საწარმოს მართავს და ქვეყანაში ფქვილის მოხმარების 25% სწორედ ჩვენს წარმოებაზე მოდის. 2008 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში გაზრდილი რისკების გამო ბიზნეს სესხები, დაახლოებით 2018 წლამდე, მაღალი პროცენტით გაიცემოდა. 2018 წლის შემდეგ კი ჩვენი ბიზნესის განვითარების, საბალანსო მონაცემების გაუმჯობესების გათვალისწინებით საქართველოს ბანკის პროდუქტები ჩვენთვის კიდევ უფრო მისაღები და ხელმისაწვდომი გახდა. "საქართველოს ბანკი" წამოგვყვა ბიზნესში და მასთან პარტნიორული ურთიერთობები საკმაოდ კომფორტულია როგორც გრძელვადიანი სესხების, ასევე მოკლევადიანი საბრუნავი საშუალებების ხელმისაწვდომობის კუთხითაც“, - განაცხადა „ბევრილი ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა.
კახა ლომაძემ აღნიშნა, რომ ფოთში წისქვილკომბინატის წარმატებით ამოქმედების შემდეგ "საქართველოს ბანკთან" ერთად კომპანიამ არაერთი პროექტი განახორციელა, ერთ-ერთი იყო "ბევრილის" პურ-ფუნთუშეულის საწარმოს ამოქმედება, რომელიც დღეს სენაკს, ზუგდიდსა და ფოთს პურპროდუქტებით ამარაგებს.
„საქართველოს ბანკთან ურთიერთობის გარეშე ბიზნესის გაგრძელება წარმოუდგენელი იქნება. ამ დროისთვის "საქართველოს ბანკში" 2 სახის სესხი გვაქვს და მომავალშიც ვაპირებთ ბანკის რესურსით სარგებლობას და საბრუნავი საშუალებებისთვის სესხის აღებას, რადგან ეს ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია“, - აღნიშნა კახა ლომაძემ.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად ზრუნავს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს სამომავლო განვითარების გზაზე. ჩვენ ვცდილობთ ყველა ეტაპზე, იქნება ეს გაფართოება, ახალი საწარმოო ხაზის გახსნა, თუ სრულიად ახალი პროექტების განხორციელება, ვიყოთ ბიზნესის მრჩეველი და მხარი დავუჭიროთ მათ კიდევ უფრო გაძლიერებაში. გვჯერა, რომ კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების წინაპირობაა და სწორედ ამიტომ, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის შესაძლებლობების განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ სვანიძემ.
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი