08.მარტი.2016 18:50
ბიზნესი

"ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" "მაესტროსთან" ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე გადადის

"ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" "მაესტროსთან" ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე გადადის
"ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" ტელეკომპანია "მაესტროსთან" ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე გადადის. როგორც პროექტების მენეჯერი, გიორგი ისაკაძე აცხადებს, შექმნილია დამოუკიდებელი კომპანია, რომელში ინვესტირების სურვილიც უკვე გამოთქვა რამდენიმე ბიზნესმენმა. ისაკაძის განცხადებითვე, "მაესტროსთან" თანამშრომლობის ხელშეკრულებით გაგრძელებაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს მიმდინარეობდა.
 
"მე მადლიერი ვარ გადაწყვეტილებისა, რომ ეთერის უწყვეტობა უზრუნველყოფილია, ვიდრე მთელი ეს პროცეს არ გაირკვევა და არ მგონია ეს პროცესი იყოს ხანმოკლე.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, 2013 წელს დავიწყეთ მაკა ასათიანთან და კოტე გოგელიასთან ამ პროექტზე მუშაობა, მაშინ საუბარი იყო ნახევარ საათიან ეთერზე, დღეს ჩვენ ვფარავთ დღის განმავლობაში, 3 პროექტით 4 საათს.

ჩვენ დავუბრუნდით შარშანდელ გადაწყვეტილებას. მაესტროს დამფუძნებლებთან ამაზე ვსაუბრობდით 2015 წლის ზაფხულის მიჯნაზე, თუმცა იმ პერიოდში ჩვენ თავზე ვერ ავიღეთ რისკი, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გამო შეგვეშინდა ლარს დევალვაციის, თუმცა ახლა გადაწყვეტილება მიღებულია, - ჩვენი მომავალი თანამშრომლობა "მაესტროსთან" მიმართებაში იქნება ხელშეკრულებაზე დაფუძნებული, ანუ ჩვენ ერთმანეთთან დაგვაკავშირებს საქმიანი ხელშეკრულება.

ჩვენ აღნიშნულ და კიდევ ძალიან ბევრ პროექტს მოვამზადებთ დამოუკიდებელი კომპანიის, ფონდის სახით, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია.

ეს არის დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ მომზადებული პროდუქტი, ჩვენ გვაქვს შეთანხმება რამდენიმე ბიზნესმენთან, რომელიც მზად არის ამაში ინვესტირება განახორციელოს და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ და "მაესტროს" დამფუძნებელთა ნაწილი მივყვებით ბოლომდე", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ "მაესტროს" ეთერში.

19.აპრილი.2019 20:00
167

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
360

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1007

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
398

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1108

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
268

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად