მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი" - ლევან კობერიძე

5dc9b4d0a8e66
BM.GE
11.11.19 23:16
1310
"ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა", - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"-თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არ იქნებიან;

- ამის საპირისპიროდ, დღეს გვაქვს ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, ხელისუფლებასთან დაკავშირებული გარკვეული არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნესგარემო

- პლუს ეს ყველაფერი არის ყოველწლიურად ბიუჯეტის ხარჯი 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი",- წერს ლევან კობერიძე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეოსმბუდსმენის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. ბიზნესომბუდსმენის მოადგილის თანამდებობა დატოვა ლევან კალანდაძემაც.

ახალ ბიზნესომბუდსმენს გიორგი გახარია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში წარადგენს. Bm.ge-ის ინფორმაციით, გახარიას ამ თანამდებობაზე ახალი კადრი უკვე შერჩეული ჰყავს.