მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესს არ შეუძლია ასეთი სტრესის ქვეშ მუდმივად იფუნქციონიროს" – თამაზ დაუშვილი

5f9e6f2e73599
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.20 13:15
3096
კომპანია “დიოს” მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაძაბული პოლიტიკური გარემოა, ბიზნესს კი, მუდმივად ასეთ სტრესის ქვეშ ფუნქციონირება არ შეუძლია.

ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა არსებული დაძაბულობის განტვირთვას შეძლებს.

“ბიზნესს არ შეუძლია იფუნქციონიროს მუდმივად ასეთი სტრესის ქვეშ. ბიზნესი არ არის ცალკე აღებული ორგანიზმი, ეს არის უამრავი ადამიანის ერთობა, რომლებიც არიან დასაქმებულები და შესაბამისად, ასეთი არასტაბილური პოლიტიკური გარემო კერძო სექტორის განვითარებას ძალიან უშლის ხელს.

ამოსავალი წერტილი ქვეყნისთვის დასაქმება და შემოსავლების ზრდაა. ძირითადი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში არის და მომავალში ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს, ბიზნესი. შესაბამისად, ბიზნესს უნდა შევუქმნათ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, ამ მომენტისთვის სხვა განსაკუთრებული მოლოდინი არ არის. დანარჩენი ყველაფერი ამას მოჰყვება. უამრავი საინტერესო პროგრამაა წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიების მიერ და ვფიქრობ, ყველა პარტიის პროგრამიდან თუ რაღაცა კარგს ავიღებთ, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ მომავალი 4 წლის მანძილზე”, - აცხადებს ბიზნესმენი.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი სურვილია, 4 წლის შემდეგ, მომდევნო არჩევნების დროს აღარ იყოს საუბარი არასამართლიან სასამართლოზე, ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და ბიუროკრატიაზე.

“მინდა, ვიხილო ბევრი უცხოური ინვესტიცია, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები და უკეთესი, გაცილებით უკეთესი, ბიზნეს გარემო; ასევე, მეტი ჩადებული ფული განათლებაში, მეტი ადამიანი, რომელიც ბიზნესში იქნება ჩართული - ეს იქნება მთავარი მიღწევა, რომელსაც უნდა ველოდოთ ყველა და მათ შორის ბიზნესი. ვფიქრობ, ეს რეალურია და ამის მიღწევა შეუძლებელი არაა", - აცხადებს თამაზ დაუშვილი.