07.აგვისტო .2020 18:41

"ბიზნესს ვერ ვეტყვით, დაგვაცადეთ-თქო - როცა დასჭირდებათ, მაშინ დავეხმარებით"

views 329
უკან

თუ დღეს დასჭირდა დახმარება ბიზნესს, რა თქმა უნდა დავეხმარებით და ვერ ვეტყვით, ახლა დაგვაცადეთ, ვიღაცამ არ დაგვაბრალოს, რომ ძალიან ახლოს მივედით არჩევნებთან-თქო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინიციატივებით წარდგეს მთავრობა ბიზნესის დახმარების კუთხით.

„სოციალური პაკეტი წარვადგინეთ, რომელიც ადამიანებზე იყო გათვლილი. რაც შეეხება ბიზნესს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, მუდმივად განიცდის მოდიფიკაციას პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინიციატივებით წარვდგეთ მთავრობაში, თუ როგორ დავეხმაროთ ბიზნესს. ჩვენი ცხოვრება არ იყოფა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. თუ დღეს დასჭირდა დახმარება ბიზნესს, რა თქმა უნდა დავეხმარებით და ვერ ვეტყვით, ახლა დაგვაცადეთ, ვიღაცამ არ დაგვაბრალოს, რომ ძალიან ახლოს მივედით არჩევნებთან-თქო. სექტემბერში არ სჭირდება ბიზნესს დახმარება ან ოქტომბერში? ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ბიზნესთან, ვიცით პრობლემები და აუცილებლად დავეხმარებით მათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა