19.აპრილი .2021 18:00

"ბიზნესს ვთხოვე, აქტიური იყოს" - ბეჟან წაქაძე ავეჯის წარმოებაში არსებულ გამოწვევებზე

"ბიზნესს ვთხოვე, აქტიური იყოს" - ბეჟან წაქაძე ავეჯის წარმოებაში არსებულ გამოწვევებზე
views 539
უკან

"მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება" - ასე ჰქვია პოლიტიკის დოკუმენტის პირველად ვერსიას, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში PMCG-მ მოამზადა. დოკუმენტი დღეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს. როგორც ირკვევა, მოკვლევის ფარგლებში კონსულტაციები კერძო სექტორის 11 წარმომადგენელთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. კვლევაში ორი მთავარი გამოწვევა გამოიკვეთა: კვალიფიციური კადრების სიმცირე და დაბალი ხელმისაწვდომობა ფინანსებზე.

კვლევის სამუშაო ვერსია ავტორებმა დღეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს, სადაც დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია, სექტორში ხელფასების მომატება და ეს სწავლების პარალელურად უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას, როგორც ბეჟან წაქაძე ამბობს, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის პროგრამის - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში.

„ბიზნესს ვთხოვე, რომ აქტიური იყოს. დღევანდელ შეხვედრაზე დასახელებული პრობლემების მოგვარების გზად რამდენიმე ფაქტორი მიმაჩნია, მათ შორისაა ექსპორტის წახალისება. უნდა დავეხმაროთ კომპანიებს, რომლებსაც მასალები, ძირითადად, თურქეთიდან შემოაქვთ. ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტზე მაშინვე ახდევინებენ თანხებს, როგორც კი შემოვა; შესაძლოა, შეიცვალოს ეს წესი და დაველოდოთ დაფინანსებას. ჯამში კი, ამ გადაწყვეტილებებით ბიუჯეტის თანხებს კი არ დავკარგავთ, არამედ მოვაგვარებთ პრობლემებს, დასაქმდება უამრავი ადამიანი და ხელფასები გაიზრდება“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

მისივე თქმით, დასახელებული პრობლემების მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეწარმეობის შესახებ ახალი კანონი, და ასევე აღსრულების კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა