30.მარტი.2016 13:38
ბიზნესი

"ბლაუენშტაინ საქართველო 2-3 წლის მანძილზე, რაჭაში დამატებით 20 ფერმას შექმნის"

"ბლაუენშტაინ საქართველო 2-3 წლის მანძილზე, რაჭაში დამატებით 20 ფერმას შექმნის"
18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, რამდენიმე საწარმო რაჭაში და 60-მდე დასაქმებული ადამიანი, - ეს კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობის ანგარიშია, რომლის პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
 
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ სათავო ფერმა რაჭის რეგიონში, სოფელ შარდომეთში მდებარეობს. მესაქონლეობის დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, შვეიცარიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, აწარმოებს ნატურალურ და ხარისხიან პროდუქციას ევროპული სტანდარტების დაცვით.

პრემიერმა კომპანიის დამფუძნებლებს, მაქს ბლაუენშტაინსა და ირაკლი კერვალიშვილს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობის მოტივაციაა, პროექტი კიდევ უფრო განვითარდეს.

„ვფიქრობ, ამ პროექტის პოტენციალი ასმაგია. ის საპილოტო მოდელი, რომელიც დაინერგა საქართველოში, ყველაზე თავსებადია ქართული სასოფლო-სამეურნეო წარმოების კულტურასთან და პროექტში ჩართული თითოეული ადამიანის მოტივაციასთან. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით 2013 წელს და თქვენ ეს პროექტი წარმოადგინეთ, მივხვდით, რომ ეს არის მოდელი, რომელიც წვრილ მეწარმეს უნარჩუნებს მესაკუთრის ამბიციას და ამავე დროს იძლევა საშუალებას, დაინერგოს საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროექტი ასევე ქმნის დაფინანსების საშუალებას და მასშტაბის ეკონომიას, რაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის მოდელი, რომელიც შეიძლება, საქართველოს ყველა რეგიონზე გავრცელდეს და კომპანიის დამფუძნებლებს ამ მიმართულებით მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერის პირობა მისცა.

„მთავრობის პროგრამები, ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ აკეთებთ და ამისთვის, მინდა, უბრალოდ მადლობა გადაგიხადოთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დამფუძნებლებს.

„ბლაუენშტაინ საქართველო“ 2-3 წლის მანძილზე რაჭაში დამატებით 20 ფერმის შექმნას, ახალი მაღაზიების გახსნას და მერძეული ფერმების განვითარებას გეგმავს.

25.აპრილი.2019 10:58
40

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
265

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
382

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1027

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
423

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1130

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად