მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბლექ სი არენა" 25 დღით უამინდობის დაზღვევაზე გამარტივებულ ტენდერს აცხადებს

62d8e3708f2b7
ანუკა ჯოხაძე
21.07.22 10:43
1779
შპს ,,ბლექ სი არენა ჯორჯიას" მიერ ჩასატარებელი 9 (ცხრა) ღონისძიების უამინდობის გამო გაუქმებისა და სხვა რისკების დაზღვევის მომსახურების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა. უამინდობის გამო გამოწვეული ფინანსური ზარალის დაზღვევაში კომპანია 48 500 ლარს იხდის. საუბარია მიმდინარე წლის 31 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე.

როგორც "ბლექ სი არენა ჯორჯიას" მხრიდან გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ განმარტებით ბარათშია წერია, გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიებები დაგეგმილია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), ღია სივრცეში და აღნიშნული რეგიონი გამოირჩევა ნალექის სიუხვით, დაზღვევის შესყიდვა განპირობებულია ფინანსური ზარალის თავიდან აცილების მიზნით.

მათი განმარტებით, კომპანიამ ჩაატარა ბაზრის კვლევა, თუმცა ქართულ ბაზარზე არსებულ სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ მსგავსი პროდუქტი, შესაბამისად, აუცილებელი გახდა სადაზღვევო კომპანიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების წარმოება, რამაც ბაზრის კვლევა გაახანგრძლივა. მათი თქმით, შემოთავაზება "ბლექ სი არენამ", უამინდობის გამო ფინანსური ზარალის ანაზღაურებაზე მხოლოდ ერთი კომპანიისგან მიიღო.

მათი მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, რომ "ბლექ სი არენას" პირველი ღონისძიება 2022 წლის 31 ივლისს არის დაგეგმილი, ვერ ესწრება სატენდერო პროცედურების ჩატარება. ამ მიზეზის გამო კომპანია გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას ითხოვს.

ხელშეკრულებას კი ამ გზით, სავარაუდოდ, იმ ერთადერთ კომპანიასთან გააფორმებს, რომელმაც ბაზრის კვლევის პროცესში მათ შეთავაზება გაუკეთა.