მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ", - თურნავა "ქართუს" მიერ იპოდრომის შეძენაზე

5efb0217b96c2
ინგა მურუსიძე
30.06.20 13:15
1227
თბილისის ცენტრში 272,669 კვადრატულ მეტრზე მდებარე ძველი იპოდრომის ტერიტორია გაიყიდა, თუმცა ტერიტორიის ბენეფიციარი მესაკუთრე უცვლელი დარჩა და ის კვლავ ბიძინა ივანიშვილია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პანამური ოფშორის "ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელის" შვილობილმა კომპანიამ, შპს "ინვესტ კაპიტალმა" 2020 წლის 16 ივნისს ძველი იპოდრომის ტერიტორია, ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე - ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართუზე" გაყიდა. ოპოზიციას ამ საკითხზე კითხვები აქვს, ხოლო მედიამ ეს კითხვები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას დაუსვა.

"ცოტა სერიოზული კითხვა დამისვით. ამორალურია იმაზე საუბარი, საიდან აქვს "ქართუ ფონდს" სახსრები. ყველამ კარგად იცის, რომ "ქართუ ფონდის" ერთადერთი შემომწირველი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, რომელსაც უზარმაზარი ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ამ ფონდის მიერ. საერთაშორისო აუდიტით არის დადასტურებული, რომ ეს თანხა 3 მლრდ-ზე მეტს შეადგენს. ამ ნაწილზე არ აქვთ შეკითხვები? არ სურთ ამაზე საუბარი? ძალიან გთხოვთ ბნელ ოთახშო კატას ნუ ეძებთ, დავკავდეთ საქმით", - ამბობს ნათია თურნავა.