მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოჭორიშვილის კლინიკაში გუშინ 3 ახალი პაციენტი გადაიყვანეს და მათგან 2 ბავშვია"

5eb26203b1181
ინგა მურუსიძე
06.05.20 11:08
809
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ სამი ახალი პაციენტი გადაიყვანეს და მათგან ორი ბავშვია, - ამის შესახებ საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. 

„სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და სამივეს დადასტურებული აქვს დიაგნოზი. ორი ბავშვი გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან, კლსტერი არის თეთრიწყარო, ხოლო მესამე პაციენტი არის მოზრდილი. ჩვენს კლინიკაში 1 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, ხოლო 10 - საყურადღებო“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება ყვარლის შემთხვევას. მაკა სოლოღაშვილი გამოეხმაურა ფაქტს, რომელიც კახეთში მოხდა, სადაც ექიმს კორონავირუსი პირველადად დაუდასტურდა, ხოლო PCR-ტესტით - არა.

„მედიცინაში არის შემთხვევა, როცა საჭიროება ხდება დამატებითი, ღრმა კვლევის და 604 პაციენტში ერთი ასეთი რომ აღმოჩნდეს, არაფერია გასაკვირი. დაველოდოთ მონაცემებს, რამდენიმე საათში მექნება ოფიციალური ინფორმაცია“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.