მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა"

5eaa736806421
ინგა მურუსიძე
30.04.20 10:44
953
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

„გუშინ, ახალგაზრდა მამაკაცს, რემელსაც კოვიდ 19-ის დიაგნოზი ჰქონდა დადასტურებული და მესამე კვირაა მკურნალობს ჩვენს ცენტრში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, კონკრეტულად, ლაპარასკოპიული კოლეცისტექტომია. მას ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები, შევეცადეთ გაგვენეიტრალებინა, თუმცა ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, საჭირო იყო მედპერსონალის პირადი შეხება პაციენტთან, რაც სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა. მოხდა ოპერაციის ჩატარება და საბედნიეროდ, პაციენტი თავს კარგად გრძნობს, დღეს კიდეც წამოაყენეს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.