11.მაისი .2020 10:35

"ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე 62 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 მოზარდია" - მაკა სოლოღაშვილი

უკან

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე 62 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 მოზარდია, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

„დღეს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდ ინფექციით დადასტურებული 62 პაციენტი მკურნალობს. 18 წლამდე ასაკის 10 პაციენტი გვყავს, ხოლო ზოგადად, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოა. 5 მათგანი არის საყურადღებო. ამ შაბათ-კვირის განმავლობაში 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მათგან 3 რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დატოვებენ კლინიკას. გვაქვს მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა და ის თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით არის გამოხატული“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სიმრავლეს ქვეყანაში, მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ რიცხვები ძალიან ბევრს მეტყველებს.

„ახალი პაციენტების შემოსვლა ჩვენს კლინიკაში ძალიან არის შემცირებული, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ და უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები“, - განაცხადა სოლორაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა