მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოდიში უხერხულობისთვის" - ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

60d483e6b4d1d
ინგა მურუსიძე
24.06.21 17:20
845
„ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ახლო მომავალში მიეცემა აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მანვე დღეს ამოქალაქეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართულებით გამოჩენილი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„23 ივნისის მდგომარეობით, ჩატარებულია 242 ათასზე მეტი აცრა და სრულად აცრილია 88 000-მდე მოქალაქე. საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების და კოვაქსის პლატფორმის ფარგლებში ივლისის თვიდან მოხდება 3 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინის ეტაპობრივად მოწოდება. მიმდინარე ეტაპზე, კოვაქს პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შეჩერებულია “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზებით აცრა, ასევე მეორე აცრა პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება აცრები ყველასი, რომელთა პირველი აცრიდან გავიდა 10-12 კვირა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ყველა მოქალაქეს, რომელთაც 24 ივნისიდან უსრულდებათ პირველი აცრიდან 10-12 კვირა და უკვე დარეგისტრირებული არიან მეორე ვიზიტზე, აცრა ჩაუტარდებათ მათ მიერ შერჩეულ თარიღსა და ლოკაციაზე.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით აცრილ ყველა მოქალაქეს, ვისაც 24 ივნისიდან უსრულდება პირველი აცრიდან 10 -12 კვირა შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ ჯავშანი მეორე აცრისთვის პორტალზე მითითებულ კლინიკებში.

ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ახლო მომავალში მიეცემა აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და მადლობას მოგახსენებთ გულისხმიერებისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.