მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოდიში უხერხულობისთვის" - რომან კაკულიას კომიტეტის სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო

5f0dc3e103271
ინგა მურუსიძე
14.07.20 18:40
1211
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა კვლავ გადაიდო. განცხადება კომიტეტის თავმჯდომარე  რომან კაკულიამ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე უნდა ემსჯელათ.

სხდომას ორივე სფეროს წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ და განხილვაც უკვე დაწყებული იყო, თუმცა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც რომან კაკულიას მოუწოდა სხდომა შეეჩერებინა, ვინაიდან მისი თქმით, რიგგარეშე პლენარული სხდომის პარალელურად კომიტეტის სხდომის ჩატარება  რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენდა. 

კაკულიამ 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. შემდეგ კი, დარბაზში შეკრებილებს უხერხულობისთვის ბოდიში მოუხადა და სხდომა კვლავ გადადო. „ბოდიში უხერხულობისთვის, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს“ - თქვა კაკულიამ და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

როგორც პარლამენტიდან bm.ge-ის ჟურნალისტი იტყობინება, კომიტეტის სხდომა დღესვე, 19:00 საათზე გაიმართება.

ინფორმაციისთვის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა დღეს დილით უნდა გამართულიყო, თუმცა სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებთან დაგეგმილი კონსულტაციების გამო, ის 16:00 საათისთვის გადაიდო.