მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის, Facebook-ი ონლაინ რეჟიმში ბრუნდება" - ცუკერბერგი

615bfc2ea974b
თათია კაკიაშვილი
05.10.21 11:40
899
Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის 6-საათიანი გათიშვის შემდეგ, სამივე პლატფორმა ნელ-ნელა ონლაინ რეჟიმში ბრუნდება, თუმცა მცირედი შეფერხება კვლავ შეინიშნება. CNN-ის ცნობით, სამივე პლატფორმაზე სიახლეების ჩატვირთვა გვიანდება.

„Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი ონლაინ რეჟიმში ბრუნდება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. მე ვიცი, რამდენად ენდობით ჩვენს სერვისებს და გთხოვთ, დარჩეთ იმ ადამიანებთან კავშირში, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ“, - წერს Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.

გავრცელებული ინფორმაციით, 6-საათიანი გათიშვა კომპანია Facebook-ს შიგნით მიმდინარე სირთულეებმა გამოიწვია. ამასთან, CNN წერს, რომ გლობალურ შეფერხებას, შესაძლოა, საერთო ჰქონდეს 30 სექტემბრის სენატის სხდომასთან, სადაც ითქვა, რომ სოციალურ ქსელებს ნეგატიური გავლენა აქვთ თინეიჯერების ცხოვრებაზე, განსაკუთრებით - გოგოებზე. სენატის სხდომაზე გაჟღერებული ამ მოსაზრების საპასუხოდ, Facebook-მა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანიამ კარგად იცის, როგორ გამოიყენება მისი პლატფორმები სიძულვილის ენის, ძალადობის და დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ითქვა, რომ ამის შესაცვლელად “Facebook-ში ძალისხმევას არ იშურებენ“.

საგულისხმოა, რომ კომპანიები ინტერნეტკავშირს იშვიათად კარგავენ; ბოლოს შეფერხებას ზაფხულში ჰქონდა ადგილი, მაგრამ მაშინ შეფერხება, დაახლოებით, 50 წუთი გაგრძელდა, თუმცა მსგავსი მასშტაბური გათიშვა ამ დრომდე არ მომხდარა.