მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, თუ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ"

5e5a3f6b5e022
ინგა მურუსიძე
29.02.20 14:32
5464

ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, თუკი მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.  

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში და შეძლებისდაგვარად ყველაფერი წესრიგდება.

შეგახსენებთ: „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დიდ დიღომში ერთ-ერთ შენობაში კარანტინში მოთავსებული ადამიანი დახმარებას ითხოვს.

„დავწერ მის რამდენიმე ფრაზას: მისამართი არ ვიცი სად ვარ, ინტერნეტი რომ არ მქონდეს და ადგილმდებარეობას არ მიჩვენებდეს; არც ექთანი, არც პოლიციელი, არც ადმინისტრატორი, არც მენეჯერი, არავინ არ არის. ცხელ ხაზზე 15 05-ზე ვრეკავ და გვითიშავენ; ღამე გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა, 5-5 პლედი გვეფარა; გარეთ დერეფნებში ისე ცივა, რომ გასვლასაც ვერ ვახერხებ; არავინ გამოჩენილა. ღამე ვიღაცეები კიდევ მოიყვანეს, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ვერავის ველაპარაკებით; მეგონა, დილით მაინც მოვა ვინმე-მეთქი; პრევენციის ცენტრს ველაპარაკე და მითხრეს, რომ დირექტორს გადავეცით ეს პრობლემა და ჯანდაცვასთან მოაგვარებსო; ყველა იმას ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე თუ მოგვარდება ეს ამბავი, სხვა ვერავინ ვერაფერს იზამსო“, - წერს ჭიაბერაშვილი facebook-ში, თავის გვერდზე.