მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Boeing-ის კრიზისი აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპს 0,5 პროცენტული პუნქტით შეამცირებს"

5e1c71a23f337
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.20 21:00
1052
2020 წლისთვის "Boeing-ის კრიზისი" აშშ-ის ეკონომიკის ზრდას საგრძნობლად შეამცირებს. ამის შესახებ CNBC-ი  აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინის პროგნოზზე დაყრდნობით წერს. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ეკონომიკა 2.5%-ით მაინც გაიზრდება. მანამდე არსებული პროგნოზით, აშშ-ის მშპ 2%-3%-ით უნდა გაზრდილიყო.

"კომპანია Boeing-ში შექმნილი ვითარება აშშ-ში მშპ-ის ზრდის ტემპს 0,5 პროცენტული პუნქტით შეამცირებს“, - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი.

ცნობისთვის: Boeing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის მალენბურგმა თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დატოვა. კომპანიის ხელმძღვანელის გათავისუფლებას წინ უძღოდა ორი დიდი ავიაკატასტროფა, რომელიც Boeing 737 MAX-მა 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის მარტში განიცადა.

2020 წლის 13 იანვრიდან კომპანია Boeing-ს დევიდ ქელჰოუნი ხელმძღვანელობს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის იანვრიდან Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავებს აღარ გამოუშვებს.  აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში Boeing 737 Max-ის ავიაკატასტროფის დროს 189 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2019 წლის მარტში ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა. ამის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ Boeing 737 Max-ით ფრენა შეაჩერა.