09.სექტემბერი .2019 11:00

"ბოლერო"-ს ხელშეკრულებით ქართულ-ამერიკული ბრენდი ჩამოყალიბდება

views 591
უკან

9-10 სექტემბერს, კომპანია „ბოლერო“-ს ბიზნესჯგუფი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატარებს ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან და ძირეული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უყრის საფუძველს.

9 სექტემბრის ღონისძიებების მიზანია ქართული მეღვინეობის კულტურის გაცნობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. 


9 სექტემბრის ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ვიზიტი შემდეგ ლოკაციებზე: 

• საქართველოს ეროვნულ მუზეუმში; • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში • შპს „ღვინის ლაბორატორიაში“ • გამგზავრება მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ჯიღაურაში; • ქ. მცხეთის ღირსშესანიშნაობების მონახულება; 


10 სექტემბერს კი - „გრუზვინპრომი“ მასპინძლობს რთველის ოფიციალურ გახსნას. 

10 სექტემბრის ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ვიზიტი შემდეგ ლოკაციებზე: • „წინანდლის ედემში“ მონახულება მრავალწლოვანი ვაზის • მიღება “Bolero and Co.” ქარხანაში :ქართული ნაციონალური კერძების მასტერკლასი, საწნახელში ღვინის დაწურვა, ბადაგის დაგემოვნება; • მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია და სიტყვით მიმართვა; • ალკოჰოლის დეგუსტაცია სიმებიანი კვარტეტის კონცერტის თანხლებით; • ქართული ფოლკლორი და ნაციონალური ბალეტი;



1. საპატიო სტუმრები გახლავთ ტეხასის შტატის კონგრესმენები და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები. 2. მემურანდუმის გაფორმება აშშ-ს უმსხვილეს ალკოჰოლურ კომპანიებთან მოიცავს: ქართულ-ამერიკული ბრენდის ჩამოყალიბებას, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ფარგლებში ალკოჰოლის შეტანას აშშ-ს ბაზარზე ჩვენი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციით: ღვინო, ბრენდი, სხვადასხვა დაძველების საბრენდე სპირტით. 3. ფრანგული კომპანია „ტესსანდიე ეთ ფილს“ „ბოლერო“-ს ბიზნესჯგუფთან აფორმებს 25 წლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას.



„ბოლეროს“ ბიზნესჯგუფი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს კომპანიებს: „Bolero & Company”, „გრუზვინპრომი“, „კ და ქართული სპირტი“, „უნივერსალსპირიტსი“ და “GVMT Group”. ჩვენი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია: ღვინო, ბრენდი, სხვადასხვა დაძველების საბრენდე სპირტი წარმოდგენილია და მიეწოდება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მწარმოებელსა და საცალო ქსელს. მოთხოვნა ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე გამოირჩევა მზარდი დინამიკით.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა