მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლნისში ვირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს, დაინფიცირებულები არიან მედიკოსები"

5e99679e09706
ინგა მურუსიძე
17.04.20 12:44
1361
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვაქვს დაავადების გავრცელების მასშტაბური ზრდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დადასტურდა 19 შემთხვევა და მათი უმრავლესობა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები არიან. კერძოდ, არის 1 დაინფიცირებულია სასულიერო პირი, 5 - მედიკოსი და დანარჩენი კი, მათი ოჯახის წევრები.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვაქვს დაავადების გავრცელების მასშტაბური ზრდა. ეს არის 19 დადასტურებული ფაქტი და მათ შორის ძირითადად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების ოჯახის წევრები და არის, ასევე, 1 დადასტურებული ფაქტი მარნეულის მუნიციპალიტეტში ექთნის ინფიცირების. ვამკაცრებთ ზომებს, პროცესი დაწყებულია. ბოლნისის ცენტრი და რაჭის უბანი იკეტება. ეს ხალხი მკაცრ საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში გადადის. მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, თუ არ დავრჩებით სახლში, პროცესებს ვერ გავუმკლავდებით“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.