ბოლო 10 დღეში საქართველოდან უკრაინაში ავტომობილების რეექსპორტი განახევრებულია - ამის შესახებ “კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორი ალექსანდრე ვეკუა აცხადებს.
როგორც ის bm.ge-სთან ამბობს, მიზეზი უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბული ვითარებაა, რომელიც ქართულ ბიზნესზე უკვე აისახა. საქართველო-უკრაინის საექსპორტო ჩამონათვალში პირველი ადგილი სწორედ მსუბუქი ავტომობლების რეექსპორტს უჭირავს.
“უკრაინა ქართული ავტომარკეტის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი მომხმარებელია ქართული ავტობაზრობიდან უკრაინაზე რეექსპორტის 25%-მდე მოდის. ბოლო პერიოდში აშკარად იკლო საქართველოდან უკრაინის მიმართულებით გადაზიდვებმა; პრაქტიკულად განახევრებულია, თუ ბოლო დღეების სტატისტიკას ავიღებთ. ამიტომ ცალსახაა, რომ ეს კრიზისი იმოქმედებს ჩვენზეც, რადგან უკრაინის მსყიდველუნარიანობა შემცირდება, პლუს საომარ ვითარებაში არავის სცალია ავტომობილის შესაძენად”,- აცხადებს ალექსანდრე ვეკუა და აზუსტებს, რომ თუ იანვარში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტში უკრაინის წილი 21% იყო, ბოლო 10 დღეში 12%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება რუსეთს, “კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტში ჩრდილოელი მეზობლის წილი ძალიან მცირეა და 2%-ს შეადგენს, ამიტომ ამ მიმართულებით დიდი ცვლილებები არ ფიქსირდება.
“ყველაზე კარგი ალტერნატივა სიტუაციის დეესკალაციაა, რადგან ბაზრების დივერისფიკაციას მოკლე ვადაში ვერ მოვახერხებთ, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით გააქტიურებულია მოლდოვა, ყაზახეთი, რომლის წილმა რეექსპორტის 15% შეადგინა. შესაბამისად, ეს ოპტიმისტურ მოლოდინებს აჩენს, თუმცა რადიკალურ ზრდას დასჭირდება თვეები და წლები”,- აცხადებს ალექსანდრე ვეკუა.
მისივე თქმით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტისას უცხოელი კლიენტები არჩევანს 10 წლამდე ასაკის, საშუალოდ 15 ათასი დოლარის ღირებულების მანქანაზე აკეთებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი