მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო 5 წელში სოფელი 51 600-მა ადამიანმა დატოვა" - გოცირიძის 6 კითხვა სოფლის მეურნეობის მინისტრს

62582bf2d38c3
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.22 18:17
989
საპარლამენტო უმცირესობის წევრ რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში სოფლის მეურნეობა უკან-უკან მიდის. ამის შესახებ მან პარლამენტში ოთარ შამუგიას მოსმენისას განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს იმ საკანონმდებლო ცვლილებების ბრალია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ბოლო წლების განმავლობაში მიიღო. რომან გოცირიძემ მინისტრს სოფლის მეურნეობის შესახებ 6 კითხვა დაუსვა:

„2014 წელთან შედარებით 2021 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი 70 000 ჰა-ით შემცირდა - რა არის ამის მიზეზი?

რა რაოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ?

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებით სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა აკრძალულია უცხოელებისთვის. გავიდა თითქმის 5 წელიწადი ამ ცვლილებიდან - რა გავლენა მოახდინა მან ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლაზე და დასაქმებაზე?

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ასობით მილიონი იფლანგება, სოფლის მეურნეობაზე მათ შორის უაზრო პროგრამაზე, რომელიც კიდევ კარგი გაჩერდა, მაგრამ თითქმის ნახევარი მილიარდი შეჭამა – ხვნა-თესვისა და სხვა პროგრამებით. 51 600-მა ადამიანმა დატოვა სოფელი ბოლო 5 წლის განმავლობაში, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს კარგია რადგან ის, ვინც სოფელს ტოვებს, ინდუსტრიაში მიდის, სინამდვილეში ეს ხალხი ყველა უცხოეთში წავიდა, დაიცალა სოფელი, ტყემ და სარეველამ შეჭამა მიწები.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, როდესაც უცხოელს ქართული მიწის საკონტროლო პაკეტის ქონა ეკრძალება, იურიდიული პირის მფლობელობაშიც კი, რამდენი საწარმო დარეგისტრირდა უცხოელების წილობრივი მონაწილეობით, ანუ ქართველებთან ერთად, სადაც ქართველს საკონტროლო პაკეტი უნდა ჰქონოდა?

რატომ ტოვებს საქართველოს სოფლის მეურნეობას უცხოელი ინვესტორები, რატომ გაყიდა თავისი წარმოებების ნახევარი, მაგალითად თხილის წარმოებაში კომპანია „ფერერომ“?

ხომ არ არის ეს იმ უგუნური კანონების მიზეზი, რომელსაც ქართული ოცნება ბოლო პერიოდის განმავლობაში იღებდა.

... და ბოლო შეკითხვა - „ჯორჯიან მანგანეზი“ 600 მლნ-ით დააჯარიმეთ, სასამართლომ 3 წლით გაუგრძელა დროებითი მმართველობის რეჟიმი თაღლითების ჯგუფს და 7 წლის განმავლობაში უნდა მართონ სხვისი ქონება იმ საბაბით, რომ თითქოს ეკონომიკურ ზიანს აყენებდა ეს საბადო, რამდენი გადაიხადა ამ საწარმომ 600 მლნ-დან ჯარიმა ბიუჯეტში და როდის დაუბრუნდება იგი ამ საწარმოს?“, - ჰკითხა გოცირიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს.