მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის" გაყიდვების 90%-ზე მეტი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე მოდის

5dc5ce71a6f81
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.19 12:20
3000
ბორჯომი დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიაა. 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მთლიანი გაყიდვები საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე $121 მილიონ დოლარს (323 მილიონ ლარს) შეადგენდა. კომპანიის წმინდა მოგება გასულ წელს $14.5 მილიონი აშშ დოლარი (38.8 მილიონი ლარი) იყო. 

2018 წლის მდგომარეობით, ბორჯომის გაყიდვების 90%-ზე მეტი პოსტ საბჭოთა ბაზარზე არის კონცენტრირებული. მათ შორის პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა. ჯამურად, 2018 წლის განმავლობაში ქართული მინერალური წყლის გაყიდვები 11.4%-ით გაიზარდა. ცალკეული ქვეყნების მიხედვით ბორჯომის შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება: 

  1. რუსეთი - $48,160,000 დოლარი, ზრდა წინა წელთან 6%; 
  2. საქართველო - $19,104,000 დოლარი, ზრდა წინა წელთან 8%; 
  3. უკრაინა - $16,651,000 დოლარი, ზრდა წინა წელთან 8%; 
  4. ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი - $15,466,000 დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%; 
  5. ბელარუსი - $7,893,000 დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%; 
  6. ყაზახეთი - $7,431,000 დოლარი, ზრდა წინა წელთან 55%; 
  7. აზერბაიჯანი - $781,000 დოლარი, ზრდა წინა წელთან 61%; 
  8. სხვა ქვეყნები - $5,305,000 დოლარი, კლება წინა წელთან -14%.


ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ უკრაინის ბაზარზე პროდუქციის გაყიდვით არა თავად “აი დი ეს ბორჯომი ჯორჯია, აი დი ეს ბორჯომი ბევერიჯის კო ენ.ვი.-ს ქართული ფილიალი”, არამედ შპს “აი დი ეს ბორჯომი ჯორჯია” არის დაკავებული. 

კომპანია საკუთარ ხარჯებს რამდენიმე ძირითად კატეგორიად - ბოთლში ჩამოსხმული წყლის ღირებულებად, დისტრიბუციის ხარჯად, საერთო და ადმინისტრაციულ დანახარჯად და ფინანსურ დანახარჯად გამოყოფს. თითოეული მათგანი შემდეგნაირად ნაწილდება: 

ბოთლში ჩამოსხმული წყლის ღირებულება:

  • წარმოების მასალების ხარჯი - $38.4 მილიონი; 
  • ბოთლში ჩამოსხმის საფასური - $7.2 მილიონი; 
  • ძირითადი საშუალებების ცვეთა - $3.8 მილიონი; 
  • ბუნებრივი რესურსის ხარჯი - $2.6 მილიონი; 
  • რემონტის და მოვლა-შენახვის ხარჯი - $0.9 მილიონი; 
  • კომუნალური ხარჯები - $0.7 მილიონი; 
  • არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია - $0.6 მილიონი; 
  • თანამშრომლების ანაზღაურების ხარჯი - $0.4 მილიონი; 
  • სხვა - $2.87 მილიონი. 
  • ბოთლში ჩამოსხმის ღირებულება სულ - $63.3 მილიონი. 


დისტრიბუციის ხარჯები: 

  • ტრანსპორტირების დანახარჯები - $4 მილიონი; 
  • სარეკლამო და მარკეტინგის მომსახურება - $2 მილიონი; 
  • დისტიბუციის ხარჯი სულ - $6 მილიონი.


საერთო და ადმინისტრაციული დანახარჯები - $6.1 მილიონი; 

ფინანსური ხარჯი - $31.3 მილიონი. 

საქართველოში ბორჯომი “აი დი ეს ბორჯომი ჯორჯია, აი დი ეს ბორჯომი ბევერიჯის კო ენ.ვი.-ს ქართული ფილიალის” სახელით ფუნქციონირებს. კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული საინვესტიციო ჰოლდინგი Alfa Group-ი წარმოადგენს. თავად Alfa Group-ის მფლობელი კი რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის გენერალური დირექტორი მიხაილ პროვოტოროვი