მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის" თანამშრომლებსა და მედიატორს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა

627823fd9d4f0
BM.GE
09.05.22 00:12
766
"აი დი ეს ბორჯომმა" რეორგანიზაციის შედეგად 49 ადამიანი გაათავისუფლა. აღნიშნული bm.ge-ს ხუთშაბათს თავად „აი დი ეს ბორჯომი საქართველოში“ დაუდასტურეს და თქვეს, რომ "ბორჯომის" ორივე ქარხანაში 685 ადამიანია დასაქმებული. 

დღეს მედიატორის ჩართულობით ბორჯომის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიაციის ფარგლებში გაიმართა პირველი სამედიაციო შეხვედრა, სადაც დასაქმებულებმა მედიატორს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს:

"უსამართლოდ გათავისუფლებული 49 დასაქმებულის დაუყოვნებლივ და უპირობოდ სამსახურში აღდგენა!
კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედებების შემდეგ დასაქმებულები აღარ განიხილავენ მათივე დათმობებს, რაც გამოიხატებოდა გაუარესებული შრომითი პირობების 3 თვიით გაგრძელებაზე. დასაქმებულები ითხოვენ ხელშეკრულების ძველ პირობებზე დაბრუნებას და ინფლაციიდან გამომდინარე ხელფასების 10%-ით მატებას!
2021 წლის 26 მაისის გაფიცვის შედეგად კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებას!
შანტაჟისა და მუქარის შეწყვეტას და მასში მონაწილე მენეჯმენტის ცალკეული პირების სამსახურიდან დათხოვნას! ჩამოთვლილ საკითხთაგან დასაქმებულები არცერთ ნაწილში არ განიხილავენ რაიმე სახის კომპრომისს და თითოეული დასაქმებულის სრულად აღდგენამდე და მოთხოვნების შესრულებამდე იბრძოლებენ ნებისმიერი სამართლებრივი გზით, იმ დროის მანძილზე რა დროც დასჭირდება გამარჯვებას!
არ შევეგუებით დაშინებას, ჩაგვრას და მუქარას!
ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ!
“აიდიეს ბორჯომი საქართველოს” პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან "აი დი ეს ბორჯომის" ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია.