მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრედფილდის“ ბურგერების პური 2022 წელს ექსპორტზე აზერბაიჯანში გავა

6186bea054108
თელარა გელანტია
08.11.21 09:30
1049
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით, საქართველოში შექმნილი პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ 2022 წელს პროდუქციას ექსპორტზე აზერბაიჯანში გაიტანს.

როგორც bm.ge-ის “მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, აზერბაიჯანში ექსპორტს მომავალი წლის იანვარ-თებერვალში დაიწყებენ.

„აზერბაიჯანში „მაკდონალდსის“ 22 რესტორანია, მაგრამ მომხმარებლის რაოდენობით ჩვენზე ძლიერები არ არიან. იქაური „მაკდონალდსი“ „ბრედფილდის“ ფუნთუშების წაღებას, დაახლოებით, თებერვალ-მარტიდან დაიწყებს. საექსპორტო პოტენციალი დიდი გვაქვს“, - ამბობს თემურ ჭყონია და დასძენს, რომ „ბრედფილდს“ წლიურად 60 მლნ ფუნთუშის წარმოების შესაძლებლობა აქვს.

რაც შეეხება, გარდა „მაკდონალდსის“ რესტორნებისა, ადგილობრივ ბაზარზე პურ-ფუნთუშეულის რეალიზაციას, ბიზნესმენის თქმით, „ქსელურ მარკეტებში შესვლა ცოტა გაჭირდა“. "ამ თემაზე მოლაპარაკებები ძალიან რთულია“, - დასძინა მან.

საქართველოში „მაკდონალდსის“ პურ-ფუნთუშეულის საერთაშორისო სტანდარტების საწარმო „ბრედფილდი“ წელს ზაფხულში გაიხსნა. "ბრედფილდის“ ინვესტიციის მოცულობა 26 მლნ ლარს შეადგენს. საწარმოში დასაწყისისთვის 30 ადამიანი დასაქმდა, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი, 100 ადამიანი დასაქმდება.