მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრენდული მაღაზიები იხურება და მათ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები ანაცვლებს"

5fcfcc493dbb0
თამთა ჯიჯავაძე
09.12.20 00:10
1985
"ბრენდული მაღაზიები იხურება და მათ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები ანაცვლებს", - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელმა მარიამ ასათიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაწილობრივმა ლოქდაუნმა და პანდემიის მეორე ტალღამ კიდევ უფრო გაამწვავა კრიზისი.

„პანდემიამდეც ეს ტენდეცია მოსალოდნელი იყო, ვინაიდან სავაჭრო ცენტრებში სავაჭრო ობიექტების გადანაცვლება სახეზე იყო. პანდემიის პერიოდში კი ეს კიდევ უფრო გამწვავდა. თუმცა, სავაჭრო ცენტრები უფრო მოქნილები აღმოჩნდნენ და უფრო მოქნილი საფასო წინაადებები შესთავაზეს ობიქტებს და ასე თუ ისე შეინარჩუნეს დამქირავებლები, რაც არ მოხდა კერძო მესაკუთრეების მხრიდან, შესაბამისად ბევრი ობიექტი დაიხურა და გაიზარდა ვაკანტურობა“, - განაცხადა მარიამ ასათიანმა.

მისივე თქმით, ვაკანტურობა უპირველესად შეეხო სტუმარმასპინძლობის სფეროს, თუმცა, არამხოლოდ რესტორნების და კაფეების ნაწილშია ვაკანტურობა, არამედ მაგალითად, ცენტრალურ გამზირებზე ბრენდული მაღაზიები და წარმომადგენლობითი მაღაზიები იხურება და მათ ანაცვლებს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

„ეს კარგად აჩვენებს თუ რაზეა დღეს მოთხოვნა.. რეალურად პირველადი მოხმარების საგნებზეა მოთხოვნა. საერთო ჯამში შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ სახეზე გვაქვს საშუალო ფენის გაღარიბება. ადამიანები ყიდულობენ მხოლოდ იმას, რაც პირველ რიგში სჭირდებათ“, - განაცხადა „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, მარიამ ასათიანი აცხადებს, რომ რთულია ამაზე საუბარი, ვინაიდან ჯერ ისიც არ ვიცით პანდემიის დასრულების რა პერსპექტივა გვაქვს. „ჯერ დაავადებასთან ბრძოლის ეტაპი გვაქვს გადასალახი, რათა შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, რამდენად აღდგება ეკონომიკა და შემდეგ უძრავი ოქნების ბაზარი. ოპტიმისტური პროგნოზით 2023 წლამდე არ უნდა ვივარაუდოთ ბაზრის სრული აღდგენა“, - დასძინა მან.