მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუდე“ მესტიაში: „25 ათასი ლარის ჯავშანი გაგვიუქმდა, ერთადერთი იმედი ზამთრის სეზონია“

5f55dd0028339
მარიამ ადამია
08.09.20 09:00
1797
"მესტიაში ტურისტულმა სეზონმა, სრული დატვირთვით, ფაქტობრივად, 10 აგვისტომდე იმუშავა, ხოლო საკარანტინე ზომების გამკაცრების დღიდან, ჯავშნები სრულად გაუქმდა, რაც, ჯამში, 25 ათასი ლარის ზარალს უტოლდება“, - ამის შესახებ bm.ge-ისთან მესტიაში მდებარე ხის კოტეჯების “ბუდეს” დამფუძნებელმა თათია თეთრაძემ ისაუბრა და იქვე დასძინა, რომ როგორც კი covid-19-ის შემთხვევების გამო სვანეთში შეზღუდვები დაწესდა, სასტუმროებიდან ტურისტები საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, მისი თქმით, მიუხედავად დაბა მესტიის და ლენჯერის თემის გახსნისა, ადამიანები სვანეთში დასვენებისგან უკვე თავს იკავებენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბანკებთან მოლაპარაკებების წარმოება, რომ დროებით გადაგვივადონ საბანკო ვალდებულელბები, რადგან დღეს როდესაც ნულოვან შემოსავალზე ვართ, წარმოუდგენელია თავის გადარჩენა, არც ტურისტი გვყავს და ჯავშნებიც სექტემბრისთვის მხოლოდ ერთი-ორი შეიძლება იყოს. ამის ფონზე ადამიანების ნაწილი საერთოდ ქონებასაც კარგავს ფინანსური ვალდებულებების ვერშესრულების გამო; ერთადერთი იმედი, რაც გვაქვს, ეს ზამთრის ტურისტულ სეზონია“, - ამბობს თათია თეთრაძე, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ თუკი საზღვრები არ გაიხსნა და ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტები არ ჩამოვიდნენ, მხოლოდ შიდა ტურიზმით ზამთრის ტურისტული სეზონის ამოქაჩვა გართულდება, "ხანგრძლივი პერიოდით სვანეთში ქართველების ძალიან მცირე ნაწილი ისვენებს", - დასძინა მან.