მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუტრანამ" 1 მლნ ლარის ინვესტიციით ახალი ფერმა აამოქმედა

62542ef6344de
მარიამ იზორია
12.04.22 10:15
2299
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში “ბუტრანამ” 1 მლნ ლარის ინვესტიციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა აამოქმედა.

როგორც bm.ge-ს “ბუტრანას” დაფმუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა, ფერმა 50 მეწველ პირუტყვზეა გათვლილი და მას სადემონსტრაციო დანიშნულებაც აქვს, სადაც მსურველებს ფერმის მენეჯმენტს და სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას გაუზიარებენ.

მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმაში მიღებულ ნედლ რძეს ბუტრანას ყველის საწარმოში გამოიყენებენ.

"ფერმა 50 მეწველ ძროხაზეა გათვლილი და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დანადგარებით არის აღჭურვილი. დამონტაჟებული გვაქვს საკვების დამზადების სისტემა დამონტაჟბული და ა.შ. აქ მიღებულ რძეს საკუთარ ქარხანაში ყველის დასამზადებლად ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ ყველის საწარმოსაც მოდერნიზაცია ჩავუტარეთ დაა ტექნოლოგიურად გადავაიარაღეთ. გარდა ამისა, ფერმას სადემონსტრაციო დანიშნულებაც აქვს, სადაც შეგვიძლია მსურველებს მასტერკლასები ჩავუტაროთ, ვასწავლოთ ფერმის მენეჯმენტი და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაისიდან ISO 22000 დანერგვას დავიწყებთ. ეს პროდფუქტის უფრო ფართოდ გაყიდვის საშუალებას მოგვცემს. შევძლებთ ექსპორტის განხორციელებასაც, დაინტერესება ამ ეტაპზე ჩინეთიდან გვაქვს, ვიმედოვნებთ ევროკავშირის ქვეყნებშიც გავალთ", - ამბობს “ბუტრანას” დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის: "ბუტრანა" 20 სახეობის ქართული და ევროპული სახეობის ყველის წარმოება ბუტრანა ადგილზე 20-მდე ადამიანს ასაქმებს. “ბუტრანას” წარმოებაში სამომავლოდ 30-მდე სახეობა ექნება. კომპანია დღიურად 1 ტონა რძეს გადაამუშავებს და 150 კილოგრამამდე ყველს ამზადებს.