მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცეცხლს ვეთამაშებით...“ - ამირან გამყრელიძე

60ffbc880238b
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.21 12:46
942
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ თითოეული მოქალაქე გაითვალისწინებს, რომ ცეცხლს ეთამაშება და დიდ თავყრილობაზე წასვლის ნაცვლად, წავა და აიცრება, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რაც დღეს არის ქვეყანაში, არ იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ უშვებს საკოორდინაციო საბჭო იმავე შეცდომას, რაც გასულ წელს დაუშვა, ამირან გამყრელიძემ კითხვითვე უპასუხა: „თქვენ თანახმა ხართ, რომ დღეს ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი ლოქდაუნი? თუ ჩვენ ყველა შევასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობას, თუ არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 000 ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე და ლისის ტბაზე და ა.შ. თუ ყველა გავითავისებთ იმას, რომ ცეცხლს ვეთამაშებით, მაშინ არ გვექნება ეს მდგომარეობა. იმის ნაცვლად, რომ ქორწილში ან სხვა სუფრაზე წავიდეთ, წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.