მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცენტრ პოინტი", "ოლიმპიური ვარსკვლავი" - მერია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებაზე მუშაობს

5e4ce75f24d7b
ინგა მურუსიძე
19.02.20 11:43
1585
ქალაქში დაახლოებით 170-ზე მეტი დაუმთავრებელი მშენებლობაა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძემ დეველოპერებს და სამშენებლო კომპანიებს მაქსიმალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დაუსრულებელი მშენებლობების მიმართულებით გვაქვს ბევრი პრობლემა, მაგალითად „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების საკითხი. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, მჯერა, რომ ძალიან მალე ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ, 6 ათასზე მეტ ოჯახს გავაბედნიერებთ. იგივე პრობლემა აქვს სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" მიერ დაზარალებულებს. აქაც მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში შედეგი იქნება მიღწეული. ქალაქში დაახლოებით 170-ზე მეტი დაუმთავრებელი მშენებლობაა. ჩვენ ყველა მიმართულებთ ვმუშაობთ და მე მინდა მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, მათი ჩართულობის და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემების მოგვარება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქალაქში არსებობს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ოჯახებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.