03.მარტი .2020 18:07

"ჭაჭა დალევით არ შველის, მაგრამ შეგიძლიათ წყალში გაზავებული ანტისეპტიკად გამოიყენოთ"

views 1105
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჭაჭის არყის დალევა უშედეგოა, მაგრამ მოქალაქეებს შეუძლიათ, ის წყალში გააზავონ და ანტისეპტიკად გამოიყენონ.

გამყრელიძის თქმით, ფარმაცევტული კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ, რომ ანტისეპტიკების დეფიციტის პრობლემა მოაგვარონ.

"ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად გვინდა აღმოიფხვრას, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც - საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, შეგვიძლია საპნით დავიბანოთ ხელი. შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში - ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა