მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩაირინა" 2022 წლიდან საბავშო ხაზს ამატებს

61adf338a0499
მარიამ იზორია
07.12.21 09:00
612
ჩაის მწარმოებელი კომპანია “ჩაირინა” 2022 წლიდან ფართოვდება და ასორტიმენტში საბავშო ხაზს ამატებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი სალომე მიმინოშვილი bm.ge-სთან ამბობს, კომპანია გაფართოებისთვის $100 000 მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

“საბავშო ხაზი კენკრის, მოცვისა და სეზონური ხილის ჩაის გააერთიანებს, რომელიც ქართული ბიო ნედლეულით დამზადდება. ჩვენ პირველად გამოვიყენებთ წარმოებაში ქართულ ჩაის, რადგან თორმეტივე სახეობას აზიური ნედლეულით ვამზადებთ. ახალ პროდუქტთან ერთად კომპანიაში ექსპორტიც იგეგმება, საწყისად ჩვენს რეგიონს მოვიცავთ” - განმარტავს სალომე მიმინოშვილი.

ქართული კომპანია “ჩაირინა” 2020 წელს ქართველმა და სინგაპურელმა პარტნიორებმა დააფუძნეს. კომპანია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 12 სახეობის აზიურ ნედლეულზე დამზადებულ ჩაის სთავაზობს, მათ შორის არის როგორც მცენარეული, ასევე აზიის პოპულარული ჩაის სახეობები, მაგალითად, ყვითელი, თეთრი, მწვანე, ულუნი და პუერი.

“ჩაირინას” პროდუქცია კომპანიის ონლაინმაღაზიაში რეალიზდება.