15.მაისი .2020 13:22

"ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები" - ლევან კობერიძის რჩევა მთავრობას

views 372
უკან

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე მთავრობას ურჩევს, მომავალი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისთვის უცხოელი სპეციალისტები მოიწვიოს და მათთან ერთად საქართველოს ყველა დროის ყველა მთავრობის ძლიერი სპეციალისტების გუნდი ჩამოაყალიბოს.

კობერიძემ განცხადება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა და თავმჯდომარეს რომან კაკულიას მიმართა, აღნიშნული წინადადება მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე დააყენოს.

"მიიტანეთ ჩემი მოსაზრება საბჭოში, რომელსაც ესწრებით. ის, რაც ახლა ხდება, ჩემი აზრით, არ არის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. ახლა პრემიერმა კი აიტაცა ჩვენი სიტყვები და ამბობს, რომ ეს კრიზისი შესაძლებლობად უნდა გამოვიყენოთ, თუ დაგვიანებული არ არის, მაგრამ აქ არის გასაკეთებელი ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკით პასუხობს ქვეყანა ამ გამოწვევას. ეს არის ყველაზე მთავარი, რაზეც კომიტეტი უნდა იყოს ძალიან აქტიური, მთავრობასთან ერთად. ჩემი წინადადება არის, რომ თუკი გვინდა თანხა რაღაცაში დავხარჯოთ, ერთი ან ორი მსოფლიო დონის, ძალიან მაღალი დონის ეკონომისტი ჩამოვიყვანოთ, რომელიც ადგილობრივ ჯგუფთან ერთად იმუშავებს. ამ ჯგუფში უნდა შედიოდეს პროფესიონალები, მათ შორის თუნდაც საბჭოთა კავშირის მთავრობის, შევარდნაძის მთავრობის დროინდელი, სააკაშვილის, გამსახურდიას თუ ოცნების მთავრობის დროინდელი, ძლიერი ეკონომისტები და უნდა მოხდეს ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შექმნა. ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე კარგი ნაბიჯი", - განაცხადა კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა