მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩელთი" პირველ ე.წ Pop up სივრცეს გერმანიაში გახსნის

61b89c12e4688
მარიამ იზორია
19.12.21 13:50
706
“ჩელთის მეღვინეობა" საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით სარეალიზაციო სივრცეებს ხსნის. პირველი ქვეყანა, სადაც "ჩელთის მეღვინეობა" ე.წ Pop up სივრცეს მოაწყობს, გერმანია იქნება.

როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი Bm.ge-სთან აცხადებს, გერმანიის შემდგომ კომპანია Pop up-ით ამერიკის ბაზარზეც გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა “ჩელთი” 2021 წელს 5-მდე ახალ ბაზარზე შევიდა და ევროპის მასშტაბით დისტრიბუციაც დაიწყო, მომავალი წლიდან კომპანია ადგილობრივი ბაზრის უფრო აქტიურად ათვისებას გეგმავს, რადგან ამ დროისთვის წარმოებული ღვინის 90% ექსპორტზეა ორიენტირებული.

“სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს და გაზაფხულიდან პირველ Pop up-ს გერმანიაში გავხსნით, ჩვენი კომპანიისთვის 2021 წელი ძალიან წარმატებული იყო, ხუთამდე ახალ ბაზარზე შევედით, ევროპის მასშტაბით დისტრიბუციაც დავიწყეთ, მომავალი წლიდან ადგილობრივი ბაზრის მიმართულებას უფრო გავაძლიერებთ”, - აღნიშნავს “ჩელთის” კომერციული დირექტორი.

ინფორმაციისთვის, 15-მდე დასახელების ღვინის მწარმოებელი კომპანია “ჩელთის” წლიური წარმადობა ნახევარი მილიონი ბოთლი ღვინოა.