მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული" - ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე

63909f9e7721f
BM.GE
07.12.22 18:11
785
"ბოლო ორი დღეა, მე მინდა, საზოგადებას განვუმარტო და მათ შორის ყველას ვინც შესაძლოა უსმენდა ამ არასწორ ინტერპრეტაციებს ჩემი ნათქვამის, მგონი ყველამ ძალიან კარგად გაიგო და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ჩემი ნათქვამი. პირველ რიგში მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად, ჩემი გულის ტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ესაა ტრაგედია, ესაა დიდი დანაკლისი და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით, მე ვთქვი, რომ სახელწმიფოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამიანი მიებარა მიწას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ადამიანის გარდაცვალების თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა.

„მინდა ვთხოვო ყველას მათ შორის ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მითუმეტეს განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ, მე ვიყავი შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერ-მინისტრი ვარ თან. ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პატივისცემა, ყურადღება ყველასთვის ცნობილია, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი, ასევე ვეტერანების და ასევე ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. მე ამას ისე არ ვამბობ, მე უბრალოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მისი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს მედიის დამსახურებაა, ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეს. "და ეს თქვენი დამსახურებაა, ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, თითქოს მე მათ ვუწოდე ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით თქვენ ყველანი", - თქვა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, იდეალისტური დამოკიდებულებებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არიან ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებულნი ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან.

„მე ვთქვი შემდეგი - უნდა გაიმიჯნოს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სრულიად ცხადად იქნას გაგებული, უნდა გაიმიჯნოს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით, არიან ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებულნი ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან. მე სიმართლეს, ფაქტს გეუბნებით. არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, ამ იდეალისტური დამოკიდებულებებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა.

მე მათზე რა თქმა უნდა არ მითქვამს რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი, თუ ორგანიზებული ნაცმოძრაობის და ომის პარტიის მიერ, მე ვთქვი შემდეგი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - არის კატეგორია რამდენიმე ადამიანი, თუ შეიძლება ათეული იყოს, დიახაც, ვიმეორებ კიდევ ერთხელ სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა მერე სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ამის მტკიცებულებებია. მე ვთქვი, რომ ეს ადამიანები არიან ასოცირებულნი პირდაპირ, ზოგიერთი მათგანი არის დღესაც მოქმედი პარტიის წევრი,“- აღნიშნა პრემიერმა.