02.სექტემბერი .2019 16:44

"ჩემი პასუხი ძალიან მარტივია" - მამუკა ბახტაძე "ბათუმი რივიერას" პროექტზე

views 1868
უკან

ყოფილი პრემიერმინისტრის შეფასებით, "ბათუმი რივიერას" პროექტი ყველა წესის დაცვით უნდა აშენდეს. მამუკა ბახტაძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვაზე, საზოგადოების პროტესტის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს თუ არა “ბათუმი რივიერას” პროექტი განაცხადა, რომ "რა თქმა უნდა ნებისმიერი მსგავსი ტიპის მასშტაბური პროექტი, რომელიც ქალაქს მეტ უპირატესობას მოუტანს, არის გასაკეთებელი - ჩემი პასუხი ძალიან მარტივია.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 1 მილიარდის ინვესტიციაზეა საუბარი.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ბუნებრივია, არსებობს ის პარამეტრები და რეგულაციები რის მიხედვითაც ხდება პროექტის აშენება. მე ამავე დროს ძალიან კარგად ვიცი წარმატებული ზღვისპირა ქალაქების ურბანული განვითარება როგორ ხდება, ეს თქვენც კარგად იცით და ეს ყველასთვის თვალსაჩინოა"- განაცხადა მამუკა ბახტაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა