მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩიკორი" ექსპორტზე საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში გავიდა

61dec7aed6c58
მარიამ იზორია
15.01.22 21:44
1361
ჩირეულის მწარმოებელმა კომპანია ჩიკორმა 2021 წელი წარმატებით დაასრულა და ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისა.

კომპანიის ექსპორტის მენეჯერი ანა სოსელია bm.ge-სთან აცხადებს, რომ ახალ ბაზრებს შორის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და კანადაა. მისივე თქმით, “ჩიკორმა” ამ ქვეყნებში ჯამში 6 ტონამდე ჩირი გაიტანა.

“საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში ექსპორტის გარდა, ახალ მოლაპარაკებებს ემირატებში ვაწარმოებთ და მალე ჩვენი პროდუქცია დუბაიშიც გაიყიდება. ახალ პარტნიორებთან გრძელვადიან თანამშრომლობას განვიხილავთ და ამ ქვეყნებიდან შეკვეთებს სამომავლოდაც ველოდებით” - განმარტავს “ჩიკორის” ექსპორტის მენეჯერი.

ახალი ბაზრების გარდა კომპანია "ჩიკორს" ამ ეტაპზე  პროდუქცია ექსპორტზე ლიეტუაში, უკრაინაში, გერმანიაში და ჩეხეთში გააქვს.