მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩიკორის” საზამთროს ჩირი ექსპორტზე იაპონიაში გადის

5ee8e13a8ae15
თელარა გელანტია
16.06.20 19:17
1662
"სინერჯი" კაპიტალის პორტფელურმა კომპანია "ჩიკორმა” იაპონურ სავაჭრო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ქართული წარმოების საზამთროს ჩირი იაპონურ ბაზარზე გაიყიდება.

შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ,,ჩიკორს”, დღეის მონაცემებით, 2020 წლის საექსპორტო გაყიდვების გეგმის 57% უკვე შესრულებული აქვს.

კომპანია „ქარელის ხილი“ 2015 წლიდან „ჩიკორის“ ბრენდის ქვეშ ქართულ ნატურალურ ჩირებს აწარმოებს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ყველა დიდ მაღაზიათა ქსელში; ასევე - ,,ჩიკორის” ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. ,,ჩიკორი” მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორისაა: საზამთროს, ნესვის, ხურმის ჩირები და ვაშლის ჩიფსი.

2019 წლიდან ,,ქარელის ხილი” ინტენსიურად ჩაერთო საერთაშორისო ვაჭრობაში. კომპანიის ჯამური გაყიდვების 45% ექსპორტს უჭირავს. პროდუქცია ექსპორტზე უკვე გადის ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, ლიეტუვასა და უკრაინაში.

2020 წლის დასაწყისში ,,ქარელის ხილმა” აიღო საკვები პროდუქციის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - FSSC 22000, რამაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა ექსპორტის მიმართულებით.

მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანია უახლოეს მომავალში საწარმოო ბაზის გაფართოებას გეგმავს.

მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სინერჯი კაპიტალი აქტიურად განაგრძობს პორტფელურ კომპანიებთან თანამშრომლობასა და მათ განვითარებაზე ზრუნვას.
NS