მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინურ კომპანიებს ევროპული კომპანიები ვერ უწევენ აქ კონკურენციას" - პაატა ტრაპაიძე

6043864defad9
თამთა ჯიჯავაძე
06.03.21 19:00
1041
2005-2010 წელთან შედარებით საქართველოში მშენებლობის კულტურა საკმაოდ გაიზარდა, - ამის შესახებ Caucasus Road Project-ის დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა. მისივე თქმით, ამ კულტურის შემომტანები  მოწინავე ევროპული ქვეყნები არიან.

მან საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური ნაციონალური კომპანიების მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისათვის რომ ქვეყანაში ამ მხრივ კონკურენტუნარიანი გარემო იყოს, თანაბარ პირობებში უნდა იყოს ქართული, ევროპულიც და ჩინური კომპანიაც.

„აქ მომუშავე ჩინური კომპანიები ყველა სახელმწიფოა. ქართულ სახელმწიფო კომპანიას კი არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს პროექტში, თუმცა, ამის წინააღმდეგი ვარ. ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს რატომ აქვს უფლება რომ მონაწილეობა მიიღონ აქ ტენდერებში, ისინი ხომ კომერციულად დაინტერესებულები არ არიან. ვერც ევროპული კომპანიები უწევენ მათ აქ კონკურენციას. მათი ფილოსოფია სხვანაირია. ჩინური კომპარტიის პოლიტბიუროს დადგენილების მიხედვით, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყანაში შევიდეს ჩინური წარმოება. ანუ როდესაც ჩინური კომპანია იგებს ინფრასტრუქტურულ პროექტს, გემზე ტვირთავენ მთელ თავიანთ ტექნიკას, რომელსაც უშვებენ ჩინეთში და ეს ძალიან დიდი პლუსია მათთვის“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

ხოლო კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ აზიის განვითარების ბანკის, ან თუნდაც ევროპის ფინანსური ინსტიტუტების მიერ ნასესხები ფულით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საერთაშორისო ტენდერებში საქართველომ მოითხოვოს, რომ სუბკონტრაქტორებად ქართულ კომპანიებსაც ჰქონდათ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა, Caucasus Road Project-ის დამფუძნებელმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობას ამის მოტივაცია არ აქვს.

„არავინ თავს არ იწუხებს, არცერთ სამინისტროს მოტივაცია არ აქვს. რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს?! თავი უნდა აიტკივოს, შეიძლება ნახევარი წელიწადი დასჭირდეს მიმოწერები, დისკუსიები, ჩასვლა-ჩამოსვლა, დამტკიცება... ეს არ წყდება აქაურ ოფისებში, ეს წყდება სათავო ოფისებში, ვინმემ შეიწუხა თავი? მე შევხვედრილვარ ძალიან ბევრი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ისინი ამბობენ, დააყენონ საკითხი და ვნახოთო. ვინმე აყენებს საკითხს?“, - დასძინა მან.