06.მარტი .2020 15:40

"ჩინური კომპანიების 500 თანამშრომელი ვერ ახერხებს ჩამოსვლას" - მაია ცქიტიშვილი

views 132
უკან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდება.

ამის შესახებ მან, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„რიკოთის ყველა მონაკვეთი დაკონტრაქტებულია და აქტიურად მუშაობენ კომპანიები. 2023 წელს, სხვადახვა პერიოდში, მათ უნდა ჩაგვაბარონ პროექტები. რაც შეეხება შესაძლო რისკებს ვადებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც, კორონავირუსის გამო, რვავე ჩინური კომპანიიდან მივიღეთ ფორსმაჟორის სიტუაციაზე შეტყობინება. მათ გვაცნობეს, რომ სპეციალისტები, ძირითადად საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, ვერ შეძლებდნენ ჩამოსვლას, ეს არის დაახლოებით 500 ადამიანი. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ გარკვეული შეყოვნება შეიძლება იყოს, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველანი პოზიტიურად ვართ განწყობილი კორონავირუსის დამარცხების თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, მთის გზების პროექტების დიდი ნაწილი მომავალ წელს დასრულდება, უფრო რთული მონაკვეთები კი - 2023 წლამდე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა