მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინური სამუშაო ძალის პროპორცია საქართველოში ძალიან მცირეა, ამიტომ სამუშაოები არ შეფერხდება"

5e5659e6833e2
ინგა მურუსიძე
26.02.20 15:54
835
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტომაგისტრალის 6 მონაკვეთზე ჩინური კომპანიები მოღვაწეობენ, თუმცა დასაქმებულთა 80% ქართველია.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ჩინური ძალის პროპორცია ძალიან მცირეა, შესაბამისად, სამუშაოებს პრობლემებს არ შეუქმნის.

"რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, როგორ აისახება ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კორნავირუსი. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მაგისტრალებზე დასაქმებული არიან ჩინური კომპანიები, ჩვენს სამუშაოებს უმეტესად ასრულებს ქართველი მოსახლეობა. დასაქმებულთა 80% არის ადგილობრივი მოსახლეობა. ჩინური სამუშაო ძალის პროპორცია არის ძალიან ძალიან მცირე, მათ გარკვეული შეფერხება ჰქონდათ ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენც ვთხოვეთ, რომ შემდგომი ნაკადების ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინათ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროსთან და კონტრაქტორებთან ერთად არ დავრწმუნდებით, რომ კარანტინის და უსაფრთხოების პირობები არის დაცული. გარკვეული შეფერხება ჩვენც გვექნება, მაგრამ პროექტებს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.