მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირინა ხორცის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს მალე გახსნის" - რევაზ ვაშაკიძე

6277e4f6d29fe
BM.GE
08.05.22 19:40
1682
“ჩირინას” დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ BMG-ის ეთერში კომპანიის ახალი ქარხნის შესახებაც ისაუბრა. “ჩირინა” ამჟამად სართიჭალაში ხორცპრროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. რევაზ ვაშაკიძის განმარტებით, კომპანიამ პანდემიის პერიოდში მშენებლობის პროცესი გაახანგრძლივა. მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ გადავადების განაცხადი მუნიციპალიტეტისთვის ჩაებარებინათ, მაგრამ იქ არავინ დახვდათ ვინც ამ განცხადს ჩაიბარებდა, ცოტა ხნის წინ კი კომპანია მუნიციპალურმა სამსახურმა ვადების გადაცილების გამო დააჯარიმა.

ვაშაკიძის განცხადებით, ასეთ ვითარებაში მუნიციპალიტეტი პირიქით, კომპანიის დახმარებას უნდა ცდილობდეს, რადგანაც “ჩირინა” რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს.

“ჩვენ სართიჭალაში ვაშენებთ ძალიან დიდ კომპლექსს, აქ იქნება ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელსაც მალე გავხსნით.

ჩვენ გვაქვს მშენებლობის გეგმა და მოგეხსენებათ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი ამ კოვიდთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ მშენებლობის გახანგრძლივების განაცხადი გვქონდა მაგრამ არავინ იყო ვინც ჩაიბარებდა ამ განაცხადს.

მოვიდნენ სამსახურიდან და გვითხრეს თქვენ დააგვიანეთ პროექტი და ახლა დაგაჯარიმებთო, დაგვაჯარიმეს. წერილი მივწერე და იმაზეც აღარ მიპასუხეს. პირიქით, ჩემი აზრით მთელი მუნიციპალიტეტი ჩვენ გვერდით უნდა იდგეს, ჩვენ ხომ იქ ახალი თანამშრომლები უნდა ავიყვანოთ,”- განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

ინტერვიუ ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძესთან: