მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირინა" 2019 წელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 20 მლნ ლარს გადაიხდის

5dc7ac3897daf
ანნა ლაპიაშვილი
10.11.19 10:02
1472
"მე ვარ ამაყი რომ ჩვენ მსხვილი გადამხდელები ვართ". კომპანია "ჩირინას" დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის დათვლებით ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიის წლიური საბიუჯეტო გადასახდელები 18-20 მლნ ლარს აღწევს.

"ეს თანხა 2021 წლისათვის უფრო გაიზრდება და იმიტომ ვარ ამაყი, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ბიუჯეტში. ჩვენ მომხრე ვართ შეიქმნას კონკურენტუნარიანი ორგანიზაციები, რომლებიც თუნდაც ჩვენთან არიან კავშირში და ჩვენ მათ წარმოებულ პროდუქტს მოვიხმართ"- ამბობს რევაზ ვაშაკიძე BMG-სთან საუბარში.

კომპანია ჩირინას დამფუძნებელის განმარტებით, ისინი მზად არიან ფერმის მომარაგებისთვის ადგილობრივი წარმოების ნედლეული შეიძინონ, თუმცა აუცილებელია რომ სტანდარტი და ხარისხი ყველა ტიპის პროდუქტზე იყოს დაცული.

"ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივ წარმობას და ამავე დროს ხარისხიანი პროდუქტის შექმნას. არ არის მარტივი ჩვენ საკვების შემოტანა. მოწმდება ყველა ყველაფერი, საერთაშორისო სერთიფიკატები, შენახვის პირობები და ა.შ "- ამბობს ვაშაკიძე.

კომპანია 2013 წელს 100 მილიონიანი ინვესტიციით შეიქმნა და პრინციპით, ,,ყველაფერი ქართული და ადგილობრივი წარმოების“ მუშაობს. ტექნოლოგიებიც, რომლებიც საწარმოო პროცესში გამოიყენება, სპეც დაკვეთით ქართული მენიუთი არის დამზადებული. საწარმოში დასაქმებულია ადგილობრივი კადრები. კომპანია ჩირინას წარმოება თანამედროვე ლაბორატორიას მოიცავს, სადაც ყველა პროდუქტი, სარეალიზაციო ქსელში გასვლამდე, ISO სტანდარტის შესაბამისად მოწმდება.