15.თებერვალი .2020 17:14

"ჩირინა" მარტის ბოლოს მესამე ფერმას ხსნის - ინვესტიცია 35 მილიონი ლარია

views 3718
უკან

კომპანია "ჩირინა" მარტის ბოლოს მესამე ფერმას ხსნის. “სართიჭალა 3” -ის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა. 35 მლნ-იანი პროექტი, რომელიც EBRD-ის თანამონაწილეობით გაკეთდა კომპანია “ჩირინასათვის” სრული ციკლის საწარმოებლად ამ ეტაპზე ბოლო ფერმერული მეურნეობა იქნება.

“24 მარტს, როდესაც ამ კომპლექსს გავუშვებთ, თვიურად 1800-2000 ტონა ქათმის ხორცის წარმოება შეგვეძლება“- ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

ახალი კომპლექსი, ისევე როგორც წინა ორი, 14 საფრინველისგან შედგება და მისი მშენებლობა 2019 წლის მარტის ბოლოს დაიწყო. ერთი კილომეტრის გაყოლებაზე ჩამწკრივებული საფრინველეები “ჩირინასთვის” ისრაელურმა პროფილურმა კომპანიამ დააპროექტა.

“ბიუ ბიუს” პროდუქტი, რომელიც მომხმარებლამდე ნედლი ხორცის სახით მიდის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ და აღჭურვილ საფრინველეში იზრდება, მუშავდება, ლაბორატორიაში მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება სარეალიზაციო ციკლში. როგორც რევაზ ვაშაკიძე განმარტავს, საერთაშორისო სერთიფიკატის ფლობისთვის კომპანიაში შემოწმებას ორ წელიწადში ერთხელ ახორციელებენ.

“ეს კომპლექსი, რაც ჩვენ ავაშენეთ, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდია და წლიურად მისი წარმადობა 25 ათას ტონას მიაღწევს. ამ მასშტაბით ჩვენ საქართველოს ბაზართან ერთად შეგვიძლია აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრების დაფარვაც,”- აღნიშნავს BMG-სთან “ჩირინას” დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა