მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭურჭელიც გამოინახება და არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება"

5efdaae71e89c
ინგა მურუსიძე
02.07.20 14:12
842
ჭურჭელიც გამოინახება და არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას წელს მოუწევს ყურძნის დასუბსიდირება და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

„რაც შეეხება ყურძენს, წელს გვიწევს სუბსიდირება და ეს არის აბსოლუტურად სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ფერემრები არ დავტოვოთ მარტო. ჩვენ გვესმის, რომ სუსტი მოთხოვნის და ჭარბი მოსავლის პირობებში, რქაწითელის შემთხვევაში სექტორს სჭირდება გარკვეული ინტერვენციები იმისთვის, რომ დავაბალანსოთ და ფერმერების ინტერესები იყოს დაცული. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გამოყოფილი ამისთვის. ფასებს რაც შეეხება, ამას გეტყვით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ფერმერთა პრობლემებს ყურძნის ჩაბარების შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ ჭურჭელიც  აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ დამუშავებული მასალა შეინახონ, მინისტრი პასუხობს: 

„2013 წლიდან მოყოლებული ყველა რთველმა ჩაიარა წარმატებით, უხერხულობების გარეშე. არავისთვის არსად არანაირად ჩაბარების პრობლემა არ ჰქონია. არც წელს, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. ბევრი ცდილობს ამ თემით სპეკულირებას, ფერმერების დაძაბვას და ისეთი სიტუაციის წარმოჩენას, თითქოს ფერმერები მიტოვებული არიან. მიუხედავად გამოწვევებისა, ყველაფერი მოგვარდება, ჭურჭელიც იქნება მონახული, დამატებითი ელემენტები იქნება გაწერილი მთავრობის დადგენილებაში, მეტი ტექნიკური გადაწყვეტა დაინერგება წელს. ჩვენ დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით, დავაბინავებთ, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია“, - ამბობს მინისტრი.