მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ არ ველოდებით არანაირ სამთავრობო ცვლილებებს" - მაია ცქიტიშვილი

5e2ffabc583ef
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.20 13:24
1023
ეს არის ის თემა, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მოქმედი პრემიერის გიორგი გახარიას - დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე გადასვლას, ხოლო ბიძინა ივანიშვილის პრემიერად მეორედ მობრუნებას შეეხებოდა.

როგორ მაია ცქიტიშვილი განმარტავს, ოპოზიციური ძალები და მათთან დაახლოებული მედია საშუალებები მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ მოსახლეობაში არასტაბილურობის განცდა შექმნან.

„ეს არის მკაფიო მაგალითი იმ ფეიკ ნიუსების ანუ იმ არასწორი თითქოს ახალი ამბების, მაგრამ სინამდვილეში შეთხზული ისტორიების, რომელსაც ახორციელებს როგორც ჩვენი ოპოზიცია ასევე ცალკეული მედია საშუალებები.
ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, ჩვენ არ ველოდებით არანაირ სამთავრობო ცვლილებებს.
აქ საუბარია  მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ ოპოზიციურ ძალებს და მათთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს აქვთ მცდელობა, რომ ჩვენს მოსახლეობას შეუქმნას არასტაბილურობის განცდა.

არავითარ ცვლილებებთან საქმე არ გვაქვს, როგორც გიორგი გახარიას წასვლასთან, ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსვლასთან დაკავშირებით, შესაბამისად, რაიმე სახის სამთავრობო ცვლილებებზე არ გვაქვს საუბარი. ამდენად, კითხვა იმასთან დაკავშირებით, მე დავრჩები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, აზრს მოკლებულია“, - განაცხადა მინისტმა.