08.სექტემბერი .2019 15:10

"ჩვენ დაპირებებს არ ვასრულებთ; შეიძლება იმიტომ, რომ თავიდანვე არარეალისტური იყო ეს დაპირება"

views 1875
უკან

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დღეს ხელისუფლების წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად “სიცრუის მანქანას” მიიჩნევს, რომლის საფუძველიც, მისი აზრით, დასაწყისშივე გაცემული არარეალისტური დაპირებებია.

“ამ მანქანასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ რეალობაში მის საფუძველს ამოვძირკვავთ. ობიექტურ რეალობაში ამის საფუძველი არის გულგრილი სახელმწიფო მოხელე, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს ან თავის ოჯახზე. ყოველ შემთხვევაში აღქმა ხშირად ასეთია.

ამ სიცრუის მანქანის საფუძველი არის ის, რომ ჩვენ დაპირებებს არ ვასრულებთ. შეიძლება იმიტომ არ ვასრულებთ, რომ თავიდანვე არარეალისტური იყო ეს დაპირება, რომელიც გავეცით. რაც არის ასევე პრობლემა. პოლიტიკაშია ზოგადად პრობლემა, როდესაც პოლიტიკოსები გასცემენ ასეთ დაპირებებს, რომლებიც არარეალისუტურია. ან იმის გამო, რომ ვერ მოვახერხეთ და შეგვეშალა ხელი, ან დავკარგეთ ორიენტირი გზაში, ან ბევრი ინიციატივა გვქონდა და იმ ძირითადზე კონცენტრირება ვერ მოვახერხეთ”,- აცხადებს აკაკი ზოიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა