მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელზეც რუსეთს თავისი დიდი ხელი აქვს დადებული" - ნიკოლოზ რაჭველი

6263b259a4485
მარიამ იზორია
25.04.22 19:30
1014
რა პოტენციალი აქვს კულტურულ ტურიზმს საქართველოში? - ამ თემაზე BMGDRIVE-ს ეთერში კომპოზიტორი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საუბრობს.

როგორც ნიკოლოზ რაჭველი აღნიშნავს, ევროპელებისგან ხშირად სმენია უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ე.წ. "ფილარმონიული ცხოვრება" შესაბამისად განვითარებული არ არის. მისივე თქმით, ამის თაობაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებასთანაც ჰქონდათ საუბარი, თუმცა მათ ამ ნაწილშიც თავი შეირცხვინეს.

ორკესტრის ხელმძღვანელი კულტურული ტურიზმის მიმართულებით რაჭის პოტენციალსაც აფასებს და როგორც თავად აღნიშნავს, ხელშეწყობისა და სახელმწიფოს დახმარებით რეგიონს შეუძლია ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებული გახდეს.

„ევროპელებისგან მსმენია, რომ აქ ჩამოსულებს კვებისგან, სხვადასხვა სანახაობისგან სიამოვნება მიუღიათ, თუმცა "ფილარმონიული ცხოვრების" არარსებობის გამო უკმაყოფილება გამოუთქვამთ. წლების წინ სახელმწიფომ ამ ნაწილშიც შეირცხვინა თავი. საქართველოში ჩამოსული უცხოელი ენის ბარიერის გამო თეატრში არ წავა, არც კინოთეატრით დაინტერესდება - მაგრამ სურვილი ექნება წავიდეს კონცერტზე, ეს კონცერტები კი არ ტარდება. ჩვენს ორკესტრსაც კი უამრავი ბარიერი აქვს იქამდე, სანამ მაყურებელს დარბაზში მოიყვანს, მათ შორის ერთ-ერთი დარბაზის დაქირავებაა, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება რაჭას, ამ რეგიონს კულტურული ტურიზმის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამას სჭირდება სახელმწიფო ბიძგი. ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე, ეს უცებ ვერ მოხდება. რეგიონების განვითარებისთვის საჭიროა მრავალწლიანი გეგმა, რომელიც ამ ქვეყანაში შეუძლებელია, რადგან არჩევნებით შეცვლილი მთავრობის შემთხვევაში გეგმას არავინ გააგრძელებს. მენტალური ცვლილებაა საჭირო - სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელზეც რუსეთს თავისი დიდი ხელი აქვს დადებული. ეს ხელი და გავლენები რუსეთის მიერ ყველა მიმართულებით ფინანსდება იმისთვის, რომ ვიყოთ ბევრად უარესები, ვიდრე შეგვიძლია და საჭირო რაღაცეები ყურადღების მიღმა გვრჩებოდეს. ჩვენ ამის ტყვე გავხდით და ამ ტყვეობიდან გამოსვლა დღეს უკრაინაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.